„ვაჟა-ფშაველას ცხოვრების
უცნობი დეტალები“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის უცნობ და ნაკლებად გახმაურებულ დეტალებს (გაზეთებიდან,
ჟურნალებიდან,წიგნებიდან, ისტ-ლიტერატურული თხზულებებიდან);
პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა: მოსწავლეები გულდასმით შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას, მისი ცხოვრების ნაკლებად ან საერთოდ უცნობ დეტალებს, რაც ხელს შეუწყობს პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ძირფესვიანად და ღრმად შესწავლას, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარის განვითარებას;
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის სიღრმისეული შესწავლა და აქამდე ნაკლებად ცნობილი ან სრულიად უცნობი დეტალების მოძიება (2011 წელი იუნესკოს მიერ ვაჟა-ფშაველას წლადაა გამოცხადებული და მისი ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბელე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება)
მოსწავლეთა ასაკი: 17-18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შევქმნით ლიტერატურულ ალმანახს, რომელშიაც გამოვაქვეყნებთ ვაჟა-ფშაველას ცხოვრების უცნობსა და ნაკლებად ცნობილ დეტალებს;
გავაკეთებთ პრეზენტაციას;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ინტერნეტი, ფურცლები,
ფლომასტერები, სურათები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I დრო–1 კვირა.
მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს,
დავყოფ მათ სამ ჯგუფად,მივცემ დავალებას მოიძიონ და დაამუშავონ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია;
აქტივობა IIდრო-2 დღე-მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის პრეზენტაცია ჯგუფების მიერ, მათ შორის განსხვავებული დეტალების გამოყოფა,მათი დაფიქსირება;
აქტივობა III-1 კვირა ამჯერად მოსწავლეებს,
რომლებსაც უკვე შესწავლილი და დამუშავებული აქვთ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია, ვავალებ მოიძიონ ისეთი დეტალები, რომლებიც მათ მიერ დამუშავებულ ლიტერატურულ წყაროებში არ ყოფილა;
აქტივობა IV-3 დღე-ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ მოპოვებულ მასალას, დეტალებს აზუსტებენ მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ და ქმნიან ალმანახის შავ ვარიანტს, აკეთებენ მის კორექტირებას;
აქტივობა V-4 დღე- ალმანახის მომზადება და პრეზენტაციისათვის მომზადება;
აქტივობა VI-1 დღე- პრეზენტაცია და შეფასება
(შეფასების რუბრიკის მიხედვით).
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
· მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
· არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
· შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
· პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
· დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
· დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.
· ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
· წარმოადგენს პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემის არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები;
· მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს (თავს არიდებს რთული კონსტრუქციის წინადადებებს; იყენებს მარტივი წყობის ნომინალურ წინადადებებს სქემატური აღწერისათვის, მოსალოდნელი შედეგების მკაფიოდ წარმოსადგენად);
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კვერღელიძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninokvrgelidze@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: ninokvergelidze.blogspot.com